მისია:
”ჩვენ გვსურს დავძლიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გაუცხოება და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას”
მოკლედ ჩვენი ისტორია:
ბიბლიოთეკა ”თანადგომა” დაარსდა 1999 წელს, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 2001 წლის 15 თებერვლიდან იგი რეგისტრირებულია როგორც არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ”თანადგომა”.
ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება.
საქმიანობა:
ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:
- კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის:
- ინკლუზიური განათლების პოპულარიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობა;
- ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ადაპტური დამხმარე საშუალებების პოპულარიზაცია-დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებასა და სოციალურ ინტეგრაციაში;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
- ჰუმანიტარული აქციების განხორციელება;