”სასწავლო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის” – დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” (აშშ) – პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს კვირაში ორჯერ უტარდებოდათ უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები, ბენეფიციარებთან მუშაობდა ფსიქოლოგი. გაცემული იქნა მატერიალური დახმარება ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძნად.
”ინკლუზიური განათლება – ახალი შესაძლებლობები, ახალი მიდგომები” – დააფინანსა ფონდმა ”ევრაზია” – პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლების საკითხებზე; ორგანიზებული იქნა შეხვედრა-სემინარი მასმედიის წარმომადგენლებისათვის, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტი ”ტერმინები, იარლიყები, სტერეოტიპები”. გადაღებული იქნა და პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა სოციალური ვიდეო-კლიპი ”ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ერთად ვსწავლობთ”.
”პაციენტიდან მოქალაქემდე” – დააფინანსა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტმა – პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის; დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურა ”პაციენტიდან მოქალაქემდე”, პლაკატი ”ინვალიდობა არის გარემოში და არა ადამიანში” . ქართულ ენაზე ითაგრმნა, გამოიცა და გავრცელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეკლარაცია, /იხ. პუბლიკაციები/
”განათლება საზღვრებს გარეშე” – დააფინანსა ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო”. პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი ინკლუზიური განათლების საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ბანგლადეშიდან, იორდანიიდან, უგანდიდან.
”ვისწავლოთ ერთად” – დააფინანსა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლების საკითხებზე, ქ. თელავის, ზუგდიდის და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის.
”ინკლუზიური განათლებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შემქნა” – დააფინანსა ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო” – პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისის ინკლუზიური განათლების დანერგვის ათ პილოტურ სკოლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციაზე მიმართული პიარ-კამპანია: ორგანიზებული იქნა აქცია ”გავიცნოთ ერთმანეთი”; თემატური სურათებით მოიხატა ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლის კედელი.
”სასწავლო- შემეცნებითი ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის” – დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” (აშშ) – პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს კვირაში ორჯერ უტარდებოდათ უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები; ბენეფიციარებთან მუშაობდა ფსიქოლოგი. ორგანიზებული იქნა გასვლითი ღონისძიებები. პროექტის ბენეფიციარების მიერ დაფუძნდა და ოფიციალურად დარეგისტრირდა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”მომავლის გზა”.
”დღეს ბავშვები, ხვალ მომავალი” – დაფინანსებულია ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ. პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების პოპულარიზაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: ჩამოყალიბდა რეგიონში ინკლუზიური განათლების საკოორდინაციო ჯგუფი; მომზადდა, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურა ”ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვები და მათი განათლება”; ჩატარდა ქ. ბათუმის # 6 სკოლის მასწავლებელთა ტრენინგები; შეფასებული იქნენ სკოლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მომზადდა მათი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები (ისგ). ამჟამად მიმდინარეობს ისგ-ს განხორციელების მონიტორინგი.
”ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები და სკოლები” – დაფინანასებულია “ვორლდ ლერნინგი”-ს მიერ. პროექტის მიზანია საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს მიაწოდოს ინფორმაცია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ. ქ.თბილისის ათ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა გამოკითხვა მათი ინფორმირებულობის ხარისხის შესასწავლად; მომზადდა და გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი ”რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ” და ბროშურა ”ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლა და ოჯახი”. /იხ. პუბლიკაციები/; ჩატარდა ორდღიანი სემინარი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების პრობლემატიკაზე მომუშავე სპეციალისტების მონაწილეობით.
”სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი იძულებით გადაადგილებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის” – დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” – პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ შეიძინა დამატებითი კომპიუტერული ტექნიკა; იძულებით გადაადგილებული ბავშვების ჯგუფს (20 მონაწილე) კვირაში ორჯერ უტარდებოდათ უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები; ბენეფიციარებთან მუშაობდა ფსიქოლოგი. მათ ასევე გაეწევათ დახმარება სამედიცინო მომსახურებისათვის და მედიკამენტების შესაძნად.
”სამყარო გვეკუთვნის ჩვენც” – დააფინანსა ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში. (მატრას პროგრამის ფარგლებში). პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები დაეუფლნენ ხელნაკეთი სუვენირების დამზადებას;
”ერთად უკეთესი მომავლისათვის” – დააფინანსა შვეიცარიის საელჩომ პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები დაეუფლნენ ხელნაკეთი სუვენირების დამზადებას, რომელთა რეალიზება მოხდა გამოფენებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე.
„ნება მომეცით გაგეცნოთ“ – დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ. ქ. თბილისის მე- 10 საჯარო სკოლის მოსაწვლეებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებმა შეისწავლეს კომპიუტერული პროგრამები Adobe Photoshop Elements; Adobe Premier Elements, რომელთა გამოყენებითაც მომზადდა პოსტერები და მოკლე ვიდეო რგოლები სხვადასხვა სოციალურ თემატიკაზე. ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა წარმოდგენილი ვებ-გვერდის განახლება. ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდა საუკეთესო პოსტერი, რომელიც დაიბეჭდება და გავრცელდება ქ. თბილისის სკოლებსა და სხვადასხვა სტრუქტურებში. /იხ. ფოტოგალერეა და ვიდეო მასალები/ ვგულისხმობ, რომ ამ აქტივობის ამსახველი სურათების და ვიდეო მასალები განთავსდება ამ ლინკებზე.
„სამყარო ჩვენი თვალით“ – დააფინანსა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ – პროექტის ფარგლებში, 12 ახალგაზრდა (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები) შეისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს Adobe Photoshop Elements; Adobe Premier Elements, რომელთა გამოყენებითაც მოამზადებენ პოსტერებს აფხაზეთის თემატიკაზე. პოსტერები და ასევე ბენეფიციარების მიერ მომზადებული მოკლე თხზულებები წარდგენილი იქნება ფინალურ ღონისძიება – გამოფენაზე, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ნამუშევრები.