2010 წელს, ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ ტრენინგში „სოციალური მეწარმეობის განვითარება“, რომლის შემდეგაც, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ბიზნეს-გეგმა დაფინანსებული იქნა ამავე ფონდის მიერ. პროექტის ”ერთად ვაშენოთ მომავალი”-ს ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე ფუქნციონირება დაიწყო სოციალურმა საწარმომ (მინი სასუვენირო-ბეჭდვითი საამქრო), სადაც დასაქმებული არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები. ჩვენი საწარმო მომხმარებელს სთავაზობს:
მომსახურება:
- მაისურებზე ბეჭდვა – ფასი 8 – 20 ლარი (მაისურების ხარისხის, საბეჭდი მასალისა და ნაბეჭდის ზომის მიხედვით)
- ქსოვილის ჩანთებზე ბეჭდვა- ფასი 6 – 10 ლარი (ჩანთის ფასის ჩათვლით, საბეჭდი მასალისა და ნაბეჭდის ზომის მიხედვით)
- დოკუმენტების ლამინირება – ფასი 0.80 – 1 ლარი
- მასალების აკინძვა – ფასი 2 – 6 ლარი (მოცულობის და მასალების მიხედვით)
პროდუქცია:
- სასაჩუქრე ჩანთები (თეთრი ქაღალდის) – ფასი 1.20 – 3 ლარი (ზომის და დიზაინის მიხედვით)
- ქსოვილის ჩანთები – ფასი 5 – 10 ლარი (მასალის მიხედვით)
- ღია ბარათები – ფასი 1.50 – 3 ლარი
სხვადასხვა მასალით შესრულებული ხელნაკეთი სუვენირები:
- თექა;
- ბატიკა;
- პაპიე-მაშე.
/ზემოთმოყვანილი ფასები ექვემდებარება დაზუსტებას შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე/